მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მარაბი მინდა!“ | შონ ომალის პოსტი სოციალურ ქსელში

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. „შუგამ“ საკუთარ გამომწერებს სამომავლო გეგმებზე მიანიშნა და განაცხადა, რომ 2025 წელი ლეგენდარული იქნება.

„მარაბი მინდა. 2025 წელი ლეგენდარული იქნება“, - დაწერა ომალიმ სოციალურ ქსელში.

ალბათ, მიხვდებოდით, რომ ომალიმ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა და „მანქანის“ სახელი შემთხვევით ან განზრახ არასწორად დაწერა. 2025 წელს რაც შეეხება, MMA-ის ქომაგთა შორის ორი მოსაზრება გაჩნდა. ერთის მიხედვით, „შუგა“ 2025 წლამდე ჩხუბს არ აპირებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. მეორის მიხედვით კი, ომალი მომდევნო ბრძოლაში მერაბს შეხვდება, 2025 წელს კი ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართა და „ჩიტო“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „შუგას“ კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 1 წაგებაა. „მანქანა“ მას 2018 წლიდან იწვევს და იმედი ვიქონიოთ, რომ შანსს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტურნირის მეფეებს ვხვდებით“ | რა თქვეს გუარდიოლამ და ანჩელოტიმ წილისყრაზე
„ტურნირის მეფეებს ვხვდებით“ | რა თქვეს გუარდიოლამ და ანჩელოტიმ წილისყრაზე