გიორგი არაბიძე, სტივ კინი
Aa
Aa

„ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა“ | სტივ კინმა არაბიძეზე ისაუბრა

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების 26-კაციან განაცხადს მიღმა გიორგი არაბიძის დარჩენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

„წაგება არასდროსაა სასიამოვნო. წინა მატჩები გავაანალიზეთ და ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე. ხვალ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. კარგი ამბავია ლაშა შერგელაშვილის დაბრუნება - ის გამოჯანმრთელდა და დილასთან მატჩის განაცხადში იქნება. ეტაპობრივად, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან.

გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, რომ ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ, ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მისი ხასიათი, ვიცით, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გამოვა, ვიდრე მანამდე“. 

ცნობისთვის, ვილი სანიოლმა არაბიძის არგამოძახება ახნა იმით, რომ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ დარჩენილა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, თანამედროვე ფეხბურთში ინტენსივობა ყველაზე მნიშვნელოვანია და არაბიძემ სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოუმატოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტურნირის მეფეებს ვხვდებით“ | რა თქვეს გუარდიოლამ და ანჩელოტიმ წილისყრაზე
„ტურნირის მეფეებს ვხვდებით“ | რა თქვეს გუარდიოლამ და ანჩელოტიმ წილისყრაზე