გიორგი ლორია, საბა მამაცაშვილი
Aa
Aa

ლორიას წითელი, მამაცაშვილის მაგარი გოლი | კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტური

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-4 ტური წყალტუბოში გაიხსნა, სადაც „სამგურალი“ „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა. მიხეილ აშვეთიას გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულა აიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრის საწყის 15 წუთში, ორი გოლი ვიხილეთ. მე-4 წუთზე, „კოლხეთი 1913“ ლაშა კოხრეიძემ დააწინაურა. „სამგურალმა“ წონასწორობა 11 წუთში აღადგინა და თავი ლუკა შეროზიამ გამოიჩინა. მეორე ტაიმში, უფრო სახიფათოდ მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

მე-4 ტურის მეორე შეხვედრაში, „იბერია 1999“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და საბა მამაცაშვილის საოცარი გოლით იმარჯვა - 1:0. მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა. 34-ე წუთზე, „დინამო თბილისი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. გიორგი ლორიამ შეცდომა დაუშვა და წითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, მამაცაშვილმა კუთხური ჩაახვია და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ამრიგად, „იბერია 1999“-მა 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „დინამო თბილისი“ 6 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. „სამგურალი“ 1 ქულით მე-9 პოზიციაზეა, „კოლხეთი 1913“-ს 5 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა
„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა