საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

იურიჩი: საზონოვი კოფი ჯიჯის შემცვლელად? სჯობს საბამ ცენტრში ითამაშოს

სერია A-ს 29-ე ტურში „ტორინო’’ „უდინეზეს’’ ესტუმრება. ტურინელთა მარცხენა ცენტრალური მცველი კოფი ჯიჯი ტრავმირებულია. სავარაუდოდ, საბა საზონოვი კვლავ სასტარტოს მიღმა აღმოჩნდება, რადგან ივან იურიჩი თვლის, რომ ქართველმა მცველმა კოფი ჯიჯი არ უნდა შეცვალოს, რადგან მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე საზონოვი სამ ცენტრალურ მცველს შორის ცენტრში უნდა თამაშობდეს და არა მარცხნივ კოფი ჯიჯის პოზიციაზე. სავარაუდოდ, კოფი ჯიჯის მატეო ლოვატო შეცვლის.

ივან იურიჩი: „ტამეზე შემდეგ შეხვედრაში დაბრუნდება, მან ვარჯიში დაიწყო. ლოვატო თუ საზონოვი? უნდა გადავწყვიტოთ. მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, უპირატესობას საზონოვის ცენტრში თამაშს მივანიჭებ. ლოვატო დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს, თუმცა უნდა დავინახოთ, ვის ვათამაშებთ სასტარტოში. მატეო ლოვატოს გარკვეული პერიოდი გაუცდა’’.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბა საზონოვი ლუქსემბურგთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ამასთან დაკავშირებით იურიჩმა განაცხადა: „როცა შენი გუნდის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში იძახებენ, ნორმალურია რომ მწვრთნელი ამ ფაქტით კმაყოფილი იყოს''.

22 წლის საბა საზონოვმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11-დან ორი შეხვედრა სასტარტოში დაიწყო, მინდორზე 341 წუთი გაატარა (მსაჯის მიერ დამატებული დრო არ იგულისხმება). საბამ ერთადერთი ყვითელი ბარათი „სალერნიტანასთან'' მიიღო.

„უდინეზე'' - „ტორინოს'' მატჩი 16 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები