ოსიმენსა და ნაპოლის ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა
ნეაპოლური გამოცემა Il Mattino წერს, რომ გუნდში განხეთქილებაა, რაც დაძაბული გარემოს არსებობას უწყობს ხელს.
საქმე ვიქტორ ოსიმენს ეხება. ნიგერიელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. სავარაუდოდ მისი კარიერა პრემიერ ლიგაში გაგრძელდება. სავარაუდო მსურველებად „არსენალი“ და „ჩელსი“ სახელდებიან.
წყაროს ცნობით, ოსიმენსა და „ნაპოლის“ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებაა. მას შემდეგ, რაც ვიქტორმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა და გადაწყდა, რომ ზაფხულში წავა, გუნდელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, ის ძირითადად დროს განცალკევებით ატარებს, ასევე ვარჯიშითაც ხშირად განცალკევებით იმყოფება.
Il Mattino ამბობს, რომ ეს ფაქტი და გარემო შესაძლოა უარყოფით გავლენას კვარაცხელიაზეც ახდენს, რომლის ანაზღაურებაზეც იტალიაში უკვე თვეებია აქტიური საუბარი მიმდინარეობს.
აქვე გეტყვით, რომ ოსიმენის განახლებულ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევროა მითითებული.
რაც შეეხება ხვიჩას კონტრაქტს, მისი გადახედვა მაისში უნდა მოხდეს. სწორედ მაშინ გადაწყდება ქართველი შემტევის მომავალი, თუ სად ითამაშებს 2024/25 წლების სეზონში.