ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარა ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება?

„ნაპოლისა“ და კვარაცხელიას შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ბოლო დროს განახლების პროცესშია.

„ნაპოლიში“ მესამე ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი დე ლაურენტისთან მოლაპარაკებების გადამწყვეტ ფაზას უახლოვდებიან. იტალიური პრესის ცნობით, ქართველი შემტევი ახალი კონტრაქტის მიხედვით წინ დიდ ნახტომს გააკეთებს.

როგორც ცნობილია, დე ლაურენტისი ახალი სეზონიდან გუნდის ხვიჩას ირგვლივ აშენებას გეგმავს. საამისოდ პირველ რიგში ახალი კონტრაქტია საჭირო. ისიც არახალია, რომ კვარას ზაფხულში ევროპის ტოპ 5 ლიგიდან ბევრი მსურველი ეყოლება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა წერს, რომ თუ მოთხოვნილი პირობები დაკმაყოფილდა, კვარაცხელია გუნდში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. მასზე მეტს მხოლოდ ვიქტორ ოსიმენი აიღებს, თუმცა როგორც ცნობილია, ნიგერიელი ზაფხულში გუნდს დატოვებს და ასეთ შემთხვევაში ხვიჩა „ნაპოლიში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება.

შირა წერს, რომ ხვიჩა კლუბთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს. მისი ანაზღაურება კი 4 მილიონამდე გაიზრდება, პლუს ამას 1 მილიონს ბონუსების სახით გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი „ბარსელონას“, „მანჩესტერ სიტის“, „ბაიერნს“, „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - კიტეიშვილი შტურმს დატოვებს?
გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - კიტეიშვილი შტურმს დატოვებს?