ბარსას დე იონგი და პედრი ვადაზე ადრე უბრუნდებიან
„ბარსელონაში“ ტრავმების მხრივ პოზიტიური ამბებია. როგორც Mundo Deportivo იუწყება, გუნდს მალე პედრი და დე იონგი დაუბრუნდება.
„ბილბაოსთან“ მატჩში ორივე მათგანის დაშავების შემდეგ პესიმისტური მოლოდინები იყო. ფეხბურთელთა დაბრუნებას აპრილის ბოლოს ელოდნენ, თუმცა ფრენკი დე იონგი სრულ მზადყოფნაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალისთვის იქნება, რომელიც 9-10 აპრილს გაიმართება.
რაც შეეხება პედრის, ის ნიდერლანდელის დაბრუნებიდან 1 კვირაში იქნება მზად. ესპანელი ლიგის მეოთხედფინალურ პირველ მატჩს გამოტოვებს და განმეორებითისთვის მზად იქნება.
ჩავის ტრავმების გამო მთელი სეზონით გავი და ბალდე აკლია. ფერან ტორესი კი 1-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანს მალე დაუბრუნდება.
აქვე გეტყივთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების წილისყრა 15 მარტს 15:00 საათზე გაიმართება.