ლუკა მაისურაძე
Aa
Aa

1-წლიანი დისკვალიფიკაცია | ლუკა მაისურაძე ოლიმპიადაზე არ იქნება

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ლუკა მაისურაძეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა. 26 წლის ჯუდოკას აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა და დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო, ტატამიზე 2024 წლის 16 ოქტომბრამდე ვერ გავა.

„კომისიაში შემოსული დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს, GADA-ს დოპინგ კონტროლის ოფიცერმა(„DCO“) აიღო ლუკა მაისურაძისგან შარდის ნიმუში, რომელიც გაიყო ორად და მიეცა საცნობარო ნომრები A1190309 (“A ნიმუში”), B1190309 („B ნიმუში“). ტესტირების ჩატარების პროცესზე, ლუკა მაისურაძეს შენიშვნა პროცესის მიმართ არ ჰქონია, რის შესახებაც მითითებულია დოპინგკონტროლის ფორმაში და დადასტურებულია ხელის მოწერით.

იმავე დღეს, 2023 წლის 12 აპრილს ნიმუში გადატანილი იქნა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მიერ (“WADA”) - აკრედიტებული ლაბორატორიაში, დოპინგის ლაბორატორია, კიოლნი, გერმანია (ლაბორატორია). ლაბორატორიამ, გაანალიზა A ნიმუში WADA-ს ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ნიმუშის ანალიზმა დაადასტურა არასასურველი ანალიტიკური შედეგი: (AAF) – S1.2 სხვა ანაბოლური აგენტები/ენობოზარმი (ოსტარინი).

საქართველოს ანტიდოპინგური წესების 10.6 მუხლის 10.6.1.2. პუნქტის შესაბამისად სპორტსმენს სანქციის სახით უნდა განესაზღვროს ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც შეგიძლიათ, სრულად ამ ბმულზე იხილოთ.

ცნობისთვის, მაისურაძე -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. ბოლოს მან 2023 წლის დეკემბერში იჭიდავა და ტოკიოს გრანდ სლემზე მეორე ადგილი დაიკავა. 1-წლიანი დისკვალიფიკაციის გამო, მაისურაძე პარიზის ოლიმპიადას გამოტოვებს, რომელიც 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსუქანი და ასაკში შესული მებრძოლი ვეგონე“ | კევინ ჯეიმსმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა
„მსუქანი და ასაკში შესული მებრძოლი ვეგონე“ | კევინ ჯეიმსმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა