მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მსუქანი და ასაკში შესული მებრძოლი ვეგონე“ | კევინ ჯეიმსმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა

კევინ ჯეიმსი UFC-ის კომენტატორის, ჯო როგანის პოდკასტის სტუმარი იყო. ცნობილმა მსახიობმა, რომელიც ძირითადად, კომედიური ჟანრის ფილმებში თამაშობს, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და მასთან გამართული სპარინგი გაიხსენა.

„სერა-ლონგოს (MMA გუნდი, რომლის წევრიც მერაბია) გუნდის მებრძოლებთან ერთად ვვარჯიშობდი ხოლმე და ერთხელ, მოსამზადებელ კემპშიც მივიღე მონაწილეობა. კრის უაიდმენი, ალჯამეინ სტერლინგი და სხვა ბიჭები ვარჯიშობდნენ და მათ შევუერთდი. მათთან რამდენიმე კვირა გავატარე და ძალიან მომეწონა, რომ ერთმანეთთან ძმებივით არიან. ერთად ჭამენ, ერთად ვარჯიშობენ და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

ყველაზე სასაცილო ამბავი მერაბ დვალიშვილს უკავშირდება. პირველ დღეს, როცა მათთან მივედი, სპარინგებს მართავდნენ და კრის უაიდმენმა მითხრა, ოქტაგონზე გავსულიყავი. არ მინდოდა, მაგრამ კრისმა პრობლემა არ იქნებაო. ალჯამეინ სტერლინგი მიცნობს და იცის, ვინც ვარ. სხვებიც მიცნობენ, მაგრამ მერაბს მსუქანი და ასაკში შესული მებრძოლი ვეგონე. თავის დამცავი მეკეთა და ალბათ, ვერ მიცნო, რომ მსახიობი ვიყავი.

დვალიშვილთან მომიწია სპარინგი და მან ჩემ გარშემო ცეკვა დაიწყო. ვცდილობდი, მისთვის დამერტყა, მაგრამ გიჟივით მოძრაობდა და არაფერი გამომივიდა. ორი წამი არ იყო გასული, რომ მაგრად მომარტყა. კრის უაიდმენს გავხედე, თავის დამცავი მოვიხსენი და მერაბს ვუთხარი, მსახიობი ვარ-მეთქი. დვალიშვილი მაგარი ბიჭია და დიდ პატივს ვცემ“.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმსმა „მანქანაზე“ ადრეც ისაუბრა და იხუმრა, რომ სავარჯიშო დარბაზში მერაბი ერთადერთი გახლდათ, ვინც არ იცოდა, კევინ ჯეიმსი ვინ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია ომალის მოკლავს“ | უმარ ნურმაგომედოვი მოქმედ ჩემპიონზე
„თოფურია ომალის მოკლავს“ | უმარ ნურმაგომედოვი მოქმედ ჩემპიონზე