ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას დააკვირდნენ | სიტის სკაუტი ბარსელონა-ნაპოლის მატჩს დაესწრო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში, 2:4 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა „მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე“ გაიმართა და „ბლაუგრანამ“ 3:1 იმარჯვა.

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, გრემ ბეილის ინფორმაციით, „ბარსასა“ და „ნაპოლის“ მეორე თამაშს „მანჩესტერ სიტის“ სკაუტი დაესწრო. ბეილის ცნობით, „ქალაქელთა“ რადარზე ქართველი გარემარბია და მათი წარმომადგენელი „კვარას“ თამაშს დააკვირდა.

„პეპ გუარდიოლას გუნდი კვარაცხელიას თვალს დიდი ხანია ადევნებს. ქართველი ფეხბურთელის ფანები ლივერპული და ნიუკასლიც არიან. დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ, ნაპოლის ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს“, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე კვარაცხელია 80 მილიონ ევროდაა შეფასებული და მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. „ნაპოლი“ მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს და გეგმავს, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩაუწერონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია ომალის მოკლავს“ | უმარ ნურმაგომედოვი მოქმედ ჩემპიონზე
„თოფურია ომალის მოკლავს“ | უმარ ნურმაგომედოვი მოქმედ ჩემპიონზე