ილია თოფურია, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„თოფურია ომალის მოკლავს“ | უმარ ნურმაგომედოვი მოქმედ ჩემპიონზე

უმარ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიასა და შონ ომალის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა. სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის მიხედვით, „ელ მატადორი“ „შუგასთვის“ ძალიან სახიფათო მეტოქეა და ეს ჩხუბი არ უნდა გაიმართოს.

„მარლონ ვერასთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, შონ ომალიმ ილია თოფურია გამოიწვია. პირადად ჩემთვის, ამ ჩხუბს არანაირი აზრი არ აქვს, რადგან თოფურია ომალის ალბათ მოკლავს. ამ მომენტისთვის, ილია მისთვის ძალიან სახიფათო მეტოქეა.

ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასვლით ომალი არაფერს დაკარგავს. ფულს გააკეთებს და მარცხის შემთხვევაში, ისევ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იქნება. ალბათ, ამიტომ უნდა ასვლა, მაგრამ ჩვენს დივიზიონში არის მებრძოლი, რომელსაც ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს და ჯერ მას უნდა ეჩხუბოს. მერაბმა სატიტულო ბრძოლა უნდა მიიღოს და ომალის მომდევნო მეტოქე იყოს“.

ცნობისთვის, ნურმაგომედოვი MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. უმარს UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში 5 ბრძოლა აქვს გამართული და ხუთივე გამარჯვებით დაასრულა, MMA-ში კი მისი რეკორდი 17-0-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარი დიდ უპატივცემულობას იჩენს, ასე არ შეიძლება“ - მერაბ დვალიშვილი
„უმარი დიდ უპატივცემულობას იჩენს, ასე არ შეიძლება“ - მერაბ დვალიშვილი