გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, ლუკა მაისურაძე, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის - ნაკრები რამდენიმე ლიდერის გარეშე

თბილისის გრანდ სლემისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი 22-24 მარტს უმასპინძლებს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

შეხვედრები შვიდ წონით კატეგორიაში ჩატარდება და თითოეულ წონაში ოთხი ქართველი იასპარეზებს. სხვადასხვა მიზეზის გამო გრან სლემზე ნაკრების რამდენიმე ლიდერი ვერ გამოვა - 81 კილოგრამში არ იქნება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და მის არყოფნაში ამ წონაში ტატამიზე დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი და კოტე კაპანაძე გავლენ.

100 კილოგრამში ვერ იჭიდავებს ნაკრების ვერც ერთი ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე.

90 კილოგრამში კი ლუკა მაისურაძის არყოფნაა აღსანიშნავი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო და სავარაუდოდ ოლიმპიადაზე ვერ გამოვა. სრულ მზადყოფნაშია ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ის გრანდ სლემზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

60 კგ წონითი კატეგორია - გიორგი სარდალაშვილი ირაკლი კუპატაძე თომა გელაშვილი ლუკა მოდებაძე

66 კგ წონითი კატეგორია - ვაჟა მარგველაშვილი თენგიზ ზირაქაშვილი გიგი ოტიაშვილი თორნიკე მაზიაშვილი

73 კგ წონითი - კატეგორია ლაშა შავდათუაშვილი გიორგი ჩიხელიძე ლუკა კაპანაძე საბა ხალიშვილი

81 კგ წონითი კატეგორია - დიმიტრი გოჩილაიძე ზაურ დვალაშვილი ვლადიმერ ახალკაცი კოტე კაპანაძე

90 კგ წონითი კატეგორია - ლაშა ბექაური გიორგი ჯაბნიაშვილი აკაკი ჯაფარიძე ლუკა ბაბუციძე

100 კგ წონითი კატეგორია - მიხეილ ჯაფარიძე იმედა გოგოლაძე ონისე სანებლიძე იოსებ ებილაშვილი

+100 კგ წონითი კატეგორია - გურამ თუშიშვილი საბა ინანეიშვილი ირაკლი დემეტრაშვილი უჩა ტაბატაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები