მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარი დიდ უპატივცემულობას იჩენს, ასე არ შეიძლება“ - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა და საჩემპიონო ბრძოლის ნომერ პირველმა კანდიდატმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Junkie-სთან ინტერვიუს დროს ამავე წონის დაღესტნელ მებრძოლზე, უმარ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლას ჯერ არ იმსახურებს.

რას ამბობს „მანქანა“:

უმარი დაღესტნელი ბიჭი და კარგი მებრძოლია, მაგრამ სერიოზულ ოპონენტებთან ჯერ არ უჩხუბია. დებიუტის დღიდან რამდენიმე ბრძოლა გამართა და ახლა უკვე საჩემპიონო ბრძოლის მიღება სურს. ასე არ ხდება. ვფიქრობ, რომ ეს სხვებისადმი დიდი უპატივცემულობაა. მის გარდა, დივიზიონში არიან სხვა ბიჭებიც, რომლებსაც კარგი მოგებათა სერია აქვთ და ჯერ მათ უნდა შეებრძოლოს.

შემდეგ ტოპ 10-დან ვინმეს უნდა ეჩხუბოს, შემდეგ ხუთეულიდან და ბოლოს ქამრისთვის უნდა იჩხუბოს. არავისთან უჩხუბია და უკვე ქამრისთვის ბრძოლა უნდა? კარგი ბიჭია, მომწონს და პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს შესახებ ცუდად საუბრობს, ისევე როგორც ყველას მიმართ. საუკეთესო ბიჭებს იწვევს... არ ვამბობ, რომ ცუდი მებრძოლია, მაგრამ მოდი, ჯერ კარგ მებრძოლს ეჩხუბოს და მერე გამოიწვიოს საუკეთესო.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. უმარს UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში 5 ბრძოლა აქვს გამართული და ხუთივე გამარჯვებით დაასრულა, MMA-ში კი მისი რეკორდი 17-0-ზეა. დაღესტნელი მებრძოლი რუსეთის სახელით ასპარეზობს და მერაბ დვალიშვილს გასული წლის მარტიდან იწვევს, როდესაც „მანქანამ“ რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიმბლეტი თოფურიასა და მაკგრეგორზე - ინგლისელის მორიგი ხმაურიანი განცხადება
პიმბლეტი თოფურიასა და მაკგრეგორზე - ინგლისელის მორიგი ხმაურიანი განცხადება