აურელიო დე ლაურენტისი, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

დე ლაურენტისს დასჯიან? რას ედავებიან ნაპოლის პრეზიდენტს

„ნაპოლი“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს უეფასგან სერიოზული ფინანსური სანქციები ემუქრება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო „ბარსელონასთან“ მატჩის წინ მომხდარ ფაქტს განიხილავს, როდესაც ნეაპოლის გუნდის პირველი პირი მატეო პოლიტანოს Sky Sports-ის პირდაპირ ეთერში მიეჭრა და ფეხბურთელს ინტერვიუ შეაწყვეტინა.

უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დე ლაურენტისმა როგორც მაუწყებლობის შესახებ კანონი, ასევე ეთიკურად მოქცევის კოდექსი დაარღვია, რის გამოც ის წესდების მიხედვით დაისჯება.

სერია A-ს ტრანსლაციების ექსკლუზიურად ჩვენებასთან დაკავშირებით ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო, „ნაპოლის“ პრეზიდენტს იტალიის სპორტულ ტელევიზიებთან Sky Sports-სთან და DAZN-თან სერიოზული კონფლიქტი აქვს, რის გამოც მისი გუნდის ფეხბურთელების ამ ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემას უკრძალავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები