ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტი თოფურიასა და მაკგრეგორზე - ინგლისელის მორიგი ხმაურიანი განცხადება

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა პედი პიმბლეტმა კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გაავრცელამ.

ინგლისელი თოფურიას გამოწვევას გამოეხმაურა, რომელმაც საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ კონორ მაკგრეგორს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრძოლა შესთავაზა.

„თოფურია თუ მაკგრეგორს "სანტიაგო ბერნაბეუზე" იწვევს, მაშინ მე მას "ენფილდ როუდზე" დავუპირისპირდები.მგონი ეს აზრი დანა უაიტს უნდა მოეწონოს და მაყურებელიც საინტერესო სანახაობას იხილავს." - განაცხადა პიმბლეტმა

თოფურიაზე გამოწვევაზე მაკგრეგორს ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ გაუცია.

რაც შეეხება პიმბლეტს, მასსა და ქართველს შორის ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბული ურთიერთობაა, თუმცა მათ ოქტაგონზე ჯერჯერობით არ უჩხუბიათ.

ცნობისთვის, UFC 282-ის ეგიდით გასამართი ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტი და თოფურია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აშკარად, ჯადოსნური ჯოხი შეახეს“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი ილიაზე
„აშკარად, ჯადოსნური ჯოხი შეახეს“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი ილიაზე