ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რა შეცვალა ნაპოლისთვის ინტერის მარცხმა? უეფას განახლებული რეიტინგი

მიმდინარე ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ამა თუ იმ ქვეყნის გუნდების მიღწეულ შედეგებს ორმაგი დატვირთვა აქვს - მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით ჩატარდება და ის ქვეყნები, რომლის ლიგებიც წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ უეფას რეიტინგში პირველ-მეორე პოზიციებზე იქნებიან, ოთხის ნაცვლად, ხუთ საგზურს მიიღებენ.

ამ მხრივ „ნაპოლისთვის“ და ხვიჩა კვარაცხელიასთვის ცუდი იყო ის ფაქტი, რომ გუშინ „ინტერი“ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა და სერია A-ს მეოთხედფინალში წარმომადგენელი აღარ დარჩა. თუმცა, კალჩოს მანამდე იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ „ნერაძურის“ წარუმატებლობამ ბევრი არაფერი შეცვალა და იტალიის ჩემპიონატი ისევ პირველ ადგილზეა, მეორეზე კი გერმანიის ბუნდესლიგა.

შესაბამისად, ჯერჯერობით „ნაპოლისთვის“ მეხუთე ადგილზე გასვლაც ლიგის საგზურის მომტანი იქნება. ოცდარვა ტურის შემდეგ ნეაპოლელები მეხუთეზე მყოფ „რომას“ 4 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო ტურში კი კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს უმძიმესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ - კვირას „ჯუზეპე მეაცაზე“ მათი მეტოქე გათამაშების ლიდერი მილანის „ინტერი“ იქნება.

ატლეტიკო 2:1 ინტერი (პენ. 3:2)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ თანხმობაა საჭირო - ლაპორტას მაგიდაზე 100 მილიონი ევრო უდევს
მხოლოდ თანხმობაა საჭირო - ლაპორტას მაგიდაზე 100 მილიონი ევრო უდევს