ნიუკასლი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ნიუკასლი სოლიდურ თანხას იხდის - მამარდას ტრანსფერი რეალურია?!

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნიუკასლი“ “ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 85 მილიონ ფუნტს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sunderland Echo ავრცელებს. 23 წლის ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონში გუნდში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მისი შენარჩუნება „ღამურებს“ გაუჭირდებათ.

ლა ლიგის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კლუბს საზღვარგარეთის გუნდი ზუსტად იმ მინიმალურ თანხას შესთავაზებს, რაც გაფორმებულ კონტრაქტში წერია, გუნდის ხელმძღვანელები ვალდებულები ხდებიან წინადადებას დათანხმდნენ. მამარდაშვილის ხელშეკრულებაში კი უცხოური კლუბებისთვის გამოსასყიდ თანხად როგორც ჩანს, სწორედ 85 მილიონი გირვანქა სტერლინგია მითითებული.

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარეს მიმდინარე სეზონში 27 მატჩიდან ცხრაში კარი მშრალად აქვს შენახული, რითაც პირადი რეკორდი გააუმჯობესა - 2021-2022 წლებში მამარდაშვილმა გაშვებული გოლის გარეშე 8 შეხვედრა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ გამოიძახა გიორგი არაბიძე | ვილი სანიოლის განმარტება
რატომ არ გამოიძახა გიორგი არაბიძე | ვილი სანიოლის განმარტება