გოგა ბითაძე, ბრუკლინ ნეთსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

გოგას მცირე დრო და 2 ქულა - ორლანდოს მორიგი გამარჯვება

NBA-ის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდა და 8 ქულის სხვაობით, 114:106 გაიმარჯვა.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე თამაშის მიწურულს გამოჩნდა, როდესაც მატჩის ბედი გდაწყვეტილი იყო. ბითაძემ საბოლოოდ 01:47 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოასწრო ბურთის ფარისკენ სროლა, რომელიც ზუსტი გამოდგა და საბოლოოდ, შეხვედრა 2 ქულით დაასრულა.

„ორლანდოდან“ გამორჩეული პაოლო ბანჩერო იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 ასისტი დააკლდა. მის ანგარიშზე 35 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა იყო, „ბუკლინიდან“ კი კამ ტომასი გამოირჩა - 21 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი 38 წუთში.

66 ტურის შემდეგ გოგა ბითაძის გუნდი 38 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. „ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 16 მარტს, სტუმრად „ტორონტო რეპტორსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლონია კალათბურთის სათამაშოდ ბრწყინვალე ადგილია“ - შენგელია ევროლიგის გვერდს ესაუბრა
„ბოლონია კალათბურთის სათამაშოდ ბრწყინვალე ადგილია“ - შენგელია ევროლიგის გვერდს ესაუბრა