ტოტენჰემი, იუვენტუსი, კრიშტიანუ რონალდუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დეიან კულუსევსკი
Aa
Aa

“ღმერთო რა დიდებულია“ - კულუსევსკი რონალდუსთან ურთიერთობაზე

დეიან კულუსევსკი „ტოტენჰემის“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა. შვედი ფეხბურთელი საკმაოდ კარგ ფორმაშია და დამაჯერებლად თამაშობს.

როგორც აღმოჩნდა, იუვეს ყოფილმა ფეხბურთელმა საუკეთესო მაგალითი ლეგენდარული ფეხბურთელებისგან აიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, დეიანი Players Tribune-ს ესაუბრა.

კულუსევსკი:

„“იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი ლეგენდებისგან სწავლის შესანიშნავი შანსი იყო. ასევე, მე გავიცანი ზლატანი, როდესაც ის 39 წლის ასაკში შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის დიდებული იყო, მაგრამ, როცა მის სახლში მივედი მივხვდი, თუ რატომ არის ის ცოცხალი ლეგენდა. იბრა დღეში 7 საათს ვარჯიშობდა. ეს ბიჭი ახლა 32 წლის არის და კვლავ აქვეყნებს სოციალურ ქსელში მისი ვარჯიშის ვიდეოებს. რატომ ვარჯიშობს? არავინ იცის.. ის ხომ ზლატანია?!

და კრიშტიანუ? ღმერთო რა დიდებულია. „იუვენტუსში“ ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ყველა ტელეფონში იხედება, მაგრამ რონალდუ არა. ის გამუდმებით გაუმჯობესებაზე ფიქრობდა და მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი ჰქონდა. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.“

23 წლის შემტევი ტურინულ კლუბში 2020 წლიდან 2023 წლის ირიცხებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში დეიანი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშობდა.

ყველა ტურნირზე ერთად „ბიანკონერის“ შემადგენლობაში 74 მატჩში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. კულუსევსკი დღემდე „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავს, სადაც 85  ჩატარებულ შეხვედრაში 13-ჯერ შეარხია მეტოქე გუნდის კარის ბადეები და 19 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | მაურიციო სარიმ ლაციოს თავკაცის პოსტი დატოვა
ოფიციალურად | მაურიციო სარიმ ლაციოს თავკაცის პოსტი დატოვა