ბარსელონა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

“კვარამ და ოსიმენმა ვერავინ გააოცეს“ - Football Italia-ს მწვავე კრიტიკა

კატალონიის „ბარსელონამ“ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, გამოცემა Football Italia წერს და დაფიქსირებული მიზეზებს ასახელებს.

 „“ბარსელონა“ მუდმივად იყენებდა „ნაპოლის“ დაცვაში არსებულ უზარმაზარ ხარვეზებს. ამირ რაჰმანიმ კალცონას გუნდს პირველი ტაიმის ბოლოს იმედი დაუტოვა, თუმცა მეორე ნახევარში რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაფერი დაასრულა.

2-წუთიანი სიგიჟე

„ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის ამბიციები 120 წამში დამღუპველად დასრულდა. ფლანგებზე გადატვირთულმა და შუაში გაშლილმა „ბარსელონამ“ მე-15 და მე-17 წუთებზე გოლები გაიტანა და ამით „პარტენოპეი“ დაშალა. დაცვაში პრობლემები მოულოდნელი არ იყო, რადგან რუდი გარსიას და მაცარის პერიოდში ეს პრობლემა გამოიკვეთა.

დე ლაურენტისმა კალცონას დანიშვნით თითქოს გუნდი ლპობა შეაჩერა, მაგრამ, როგორც გამოჩნდა ისეთი არაფერი შეცვლილა და „ნაპოლიმ“ კაპიტულაციას მოაწერა ხელი. რაჰმანის გოლმა იმედი გააჩინა, მაგრამ ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა ვერაფერი შემოგვთავაზეს. გასულ სეზონში, „პარტენოპეიმ“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ სერია ა-ში ყველაფერი ისე ვითარდება, რომ კალცონას გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ზონაში ვერ ხვდება.

ვარსკვლავურ დუეტს ნაპერწკალი აკლდა

როდესაც „ნაპოლის“ ყველაზე მეტად სჭირდებოდა ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა ვერავინ გააოცეს. ვიქტორმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ხოლო კვარაცხელიას ორი კარგი შანსი ჰქონდა.  ვარსკვლავურმა დუეტმა ვერ შეძლო რაიმე სახის ჯადოსნური ნაპერწკლის გაღვივება. ნიგერიელ თავდამსხმელს ლეგიტიმური პრეტენზია ჰქონდა, როდესაც პაუ კუბარსაზე პენალტი არ დაინიშნა.

ქართველმა ფეხბურთელმა კი ბოლო დროინდელი კარგი სათამაშო ფორმა „ბარსელონასთან“ მატჩში ვერ გამოიყენა. საბოლოო ჯამში, ეს იყო დუეტის უღირსი დასასრული ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირზე.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მომენტისთვის, „პარტენოპეის“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულა აქვს, მეშვიდე ადგილზე იმყოფება და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ბოლონიას“ 7 ქულით ჩამორჩება.

ასევე გეტყვით, სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგა წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი შეასრულა(უნიონ ბერლინთან), ხოლო გოლი ვერ გაიტანა. ცნობისთვის,  ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლი“ „რეალის“, „ბრაგას“ და „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ თამაშობდა.

ხვიჩას მომენტები „ბარსელონასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ოსიმენი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“ | ზამბო ანგისას კომენტარი
„კვარა და ოსიმენი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“ | ზამბო ანგისას კომენტარი