ჯონ უოლი
Aa
Aa

„სუიციდთან ახლოს ორჯერ ვიყავი“ | ჯონ უოლის აღიარება

ჯონ უოლი NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის ხუთგზის მონაწილე და 2014 წლის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულია. Youtube-ის არხთან, The OGs-თან, მან გულახდილად ისაუბრა და აღიარა, რომ თვითმკვლელობასთან ახლოს ორჯერ იყო.

„ვიცი, რა და როგორ ხდება და ვცდილობ, ხალხს ვუთხრა, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. პირადად მე, მომიწია ფსიქოთერაპევტისთვის მიმემართა. ჩემი ორი პატარა რომ არა, სიცოცხლეს სუიციდით დავასრულებდი.

სიმართლეს გეტყვით, რომ იარაღი თავთან ორჯერ მივიბჯინე. ამის შესახებ ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა დღემდე არაფერი იციან. სუიციდთან ახლოს ვიყავი, მაგრამ გონებაში გამიელვა აზრმა, რომ თავს თუ მოვიკლავდი, ჩემს პატარებს დავაღალატებდი“.

ჯონ უოლს საუკეთესო პერიოდი „ვაშინგტონ უიზარდსში“ აქვს გატარებული. 2020 წელს, იგი „ჰიუსტონ როქეთსში“ გადავიდა, ბოლოს კი „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ღირსებას იცავდა. უოლი საშუალოდ 18.7 ქულას, 8.9 შედეგიან გადაცემასა და 4.2 მოხსნას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაძღებოდა, ჩხუბს წააგებდა და...“ | მალიხინის განცხადება და მერაბის პასუხი
„გაძღებოდა, ჩხუბს წააგებდა და...“ | მალიხინის განცხადება და მერაბის პასუხი