ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა
Aa
Aa

„კვარა და ოსიმენი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“ | ზამბო ანგისას კომენტარი

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ „ბარსელონასთან“ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც მისმა გუნდმა 1:3 დათმო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ზამბო ანგისამ ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ისინი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ.

„ხარისხიანი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშეთ. შეგვეძლო, პირველი ორი გოლი თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ფეხბურთი სწორედ ესაა. შეიძლება, ყველაფერი გააკეთო და დამაჯერებელი იყო, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ დააფიქსირო. ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. ახლა დროა, სერია A-ზე გადავიტანოთ ყურადღება და ყველა მატჩის მოგებაზე ვიფიქროთ.

პირადად მე, ვთვლი, რომ რაღაც შესანიშნავის მიღწევა კვლავ შეგვიძლია. გუნდი უფრო ერთიანია და ყველა ფეხბურთელი თანაგუნდელისთვის თამაშობს. ოსიმენი და კვარაცხელია? მათთან ერთად, ბედნიერი ვარ. ყოველთვის უმაღლეს წერტილზე ვერ იქნები. ისინი კარგი ბიჭები არიან, რომლებიც გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ. გასულ სეზონში, ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით და ჯერ კიდევ შეგვიძლია, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ“.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ მხრიდან გოლები ფერმინ ლოპესმა, ჟოაუ კანსელუმ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს, „ნაპოლის“ რიგებში კი თავი ამირ რაჰმანიმ გამოიჩინა. ფრანჩესკო კალცონას შეგირდებს სერია A-ში 44 ქულა აქვთ და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მცირე დრო კარგად გამოიყენა | მამუს სან ანტონიო ჰიუსტონთან დამარცხდა
მცირე დრო კარგად გამოიყენა | მამუს სან ანტონიო ჰიუსტონთან დამარცხდა