ბარსელონა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

კანსელუ: “ვიცოდით, რომ ნაპოლის შეტევა ხვიჩასთან ერთად ძლიერი იყო“

კატალონიის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ბარიერი დაძლია. ჩავი ერნანდესის გუნდმა საკუთარ კედლებში „ნაპოლი“ 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის დასრულების კატალონიელთა უკანახაზელმა ჟოაუ კანსელუმ კომენტარი გააკეთა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა აქცენტი.

კანსელუ:

„დიდებული შეხვედრა ჩავატარეთ. თანაგუნდელებთან ერთად საოცარი სამუშაო შევასრულეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ვიცოდით, რომ „ნაპოლის“ შეტევა კვარაცხელიასთან, ოსიმენთან და პოლიტანოსთან ერთად ძლიერი იყო. ისინი სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენ ბრწყინვალედ ვითამაშეთ.“

სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგა წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი შეასრულა(უნიონ ბერლინთან), ხოლო გოლი ვერ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლი“ „რეალის“, „ბრაგას“ და „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ თამაშობდა.

ასევე გეტყვით, რომ „პარტენოპეის“ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მომენტისთვის, კალცონას შეგირდებს სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. მეოთხე ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ კი 7 ქულით ჩამორჩებიან.

ხვიჩას ყველა მომენტი ბარსელონასთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: “ხვიჩა კარგი იყო, მაგრამ ნაპოლი თავის წარმოჩენაში დაეხმარა“
დე ლაურენტისი: “ხვიჩა კარგი იყო, მაგრამ ნაპოლი თავის წარმოჩენაში დაეხმარა“