კალცონა: “არ მესმის, რატომ არ ერევა VAR ასეთ დროს“
კატალონიის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ბარიერი დაძლია. ჩავი ერნანდესის გუნდმა საკუთარ კედლებში „ნაპოლი“ 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩსკო კალცონამ კომენტარი გააკეთა.
კალცონა:
„“ბარსელონას“ ძალიან ბევრი დავუთმეთ. ასეთი დონის გუნდთან უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. ეს იყო აღმავლობის და დაცემის მატჩი. ჩემთვის ეს წაგება სამწუხარო, თუნდაც იმიტომ არის, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი მარტივი პასი ვერ გავაკეთეთ. ასე წავაგეთ ეს თამაში.
პენალტი? ვნახე ეპიზოდი და 100%-იან პენალტს ჰგავდა. არ მესმის, რატომ არ ერევა VAR ასეთ დროს. იმედგაცრუებული ვარ, რადგან მას ამ მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო. „ბარსელონას“ კონტრ-შეტევებმა ძალა გამოგვაცალა. როცა ისინი ბურთს გვართმევდნენ, ძალიან სწრაფად გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე და ეს ასპექტი უნდა გამოვასწოროთ.
ახლა სერია ა-ზე უნდა გადავერთოთ. იქ არაერთი მატჩი დარჩა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩემპიონატის გაცილებით მაღალ პოზიციაზე დასრულებას. უნდა ვცადოთ!! ახლა ჩემი მომავალი ყველაზე ბოლო რამ არის, რაზეც ვფიქრობ. ახლა მხოლოდ ჩემი გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობ.“
სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგა წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი შეასრულა(უნიონ ბერლინთან), ხოლო გოლი ვერ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლი“ „რეალის“, „ბრაგას“ და „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ თამაშობდა.
ასევე გეტყვით, რომ „პარტენოპეის“ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მომენტისთვის, კალცონას შეგირდებს სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. მეოთხე ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ კი 7 ქულით ჩამორჩებიან.
ხვიჩას ყველა მომენტი ბარსელონასთან