Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
კატალონიის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ბარიერი დაძლია. ჩავი ერნანდესის გუნდმა საკუთარ კედლებში „ნაპოლი“ 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა „ნაპოლი“ ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
მერეტი(8.1), დი ლორენცო(6.7), რაჰმანი(7.0), ჟესუსი(6.1), მარიო რუი(6.8), ტრაორე(6.6), ლობოტკა(6.7), ანგისა(6.7), პოლიტანო(7.4), ოსიმენი(6.7), კვარაცხელია(7.6), ოლივეირა(6.4), ლინდსტრომი(6.0), რასპადორი(6.5).
სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგა წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი შეასრულა(უნიონ ბერლინთან), ხოლო გოლი ვერ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლი“ „რეალის“, „ბრაგას“ და „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ თამაშობდა.
ასევე გეტყვით, რომ „პარტენოპეის“ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მომენტისთვის, კალცონას შეგირდებს სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. მეოთხე ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ კი 7 ქულით ჩამორჩებიან.
ხვიჩას ყველა მომენტი ბარსელონასთან