ატლეტიკო, ინტერი, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

“ჩემს გუნდს მთლიანად ვენდობი“ - სიმეონე ინტერთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში მადრიდის „ატლეტიკო“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სიმეონემ?

„ხალხი დღიდან დღემდე ცხოვრობს. წინა თამაშის შემდეგ ვთქვი, რომ სიტყვები არც ისე სასარგებლოა, რადგან ყველაფერი საქმით უნდა დავამტკიცოთ. ხვალ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემს გუნდს მთლიანად ვენდობი და ვიცი, რომ ხვალ ბიჭები კარგ ფეხბურთს ითამაშებენ.

ეს იქნება მატჩი, რომელიც უმაღლესი დონის კონცენტრაციას მოითხოვს. ვინც უფრო მეტად კონცენტრირებული იქნება, წარმატებასაც ის მიაღწევს. არ ვაპირებ ახსნას, თუ როგორ ვითამაშებ, მაგრამ ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით.

გრიზმანს ზუსტად ისე ვუყურებ, როგორც მისი თანაგუნდელები. რა თქმა უნდა, მისი მოედანზე ყოფნა დიდ განსხვავებას იძლევა. იმედი ვიქონიოთ, რომ მას ისეთი მატჩი ექნება, როგორიც სურს.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება სიმონე ინძაგის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ,  მეორე ნახევარში თავი მარკო არნაუტოვიჩმა გამოიჩინა.

„ატლეტიკოსა“ და „ინტერის“ მომავალი შეხვედრა 13 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფა დე ლარენტისს დასჯის - ინტერვიუს შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა
უეფა დე ლარენტისს დასჯის - ინტერვიუს შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა