ევროლიგა, თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

„ბოლონია კალათბურთის სათამაშოდ ბრწყინვალე ადგილია“ - შენგელია ევროლიგის გვერდს ესაუბრა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და „ვირტუს ბოლონიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუს დროს თავის ამჟამინდელ კლუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ვირტუსში“ თამაშით ბედნიერია.

რას ამბობს შენგელია:

სიმართლე გითხრათ, ეს ადგილი ძალიან მიყვარს. ბოლონია კალათბურთის სათამაშოდ შესანიშნავი ქალაქია. ამ ქალაქში გასაოცარი გულშემატკივრები არიან. ამ გუნდის მთავარი საიდუმლო არის ქიმია, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება. შეიძლება დიდი ნიჭი გქონდეს, იმდენი, რამდენიც გინდა, მაგრამ თუ ქიმია არ იქნება, ჩვეულებრივ, ასე შორს ვერ წახვალ.

თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიაში“ 2022 წელს, მოსკოვის ცსკა-დან გადავიდა და მალევე, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ქართველ კალათბურთელს ევროლიგის მიმდინარე სეზონში გამორჩეული სტატისტიკა აქვს.

შენგელიამ ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.0 ქულას, 5.4 მოხსნას, 3.5 ასისტს და 1.0 ჩაჭრას აგროვებს.

„ვირტუს ბოლონიას“ ევროლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი 15 მარტს ელის. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯიკიჩი ორლანდოში ბითაძეს შეხვდა
ჯიკიჩი ორლანდოში ბითაძეს შეხვდა