კრიობა
Aa
Aa

კრიობა - ბექა გაბისონიამ ფრანგი მეტოქე დაანოკაუტა

ძველი ქალაქური კრივის აღდგენილი ჩემპიონატი „კრიობა“ გაიმართა. საშეჯიბრო ორგანიზაცია “მამბერის”ორგანიზებით წელს „კრიობამ“ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. ტურნირზე 8 ორთაბრძოლა გაიმართა, რომელშიც  პროფესიონალმა მებრძოლებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორც საქართველოდან ასევე ევროპის ქვეყნებიდან. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ, საღამოს მთავარი ორთაბრძოლა დიმიტრი ბოლქვაძესა და ფელისიენ კატენდეს შორის გაიმართა სადაც ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, ასევე საინტერესო გამოდგა ბექა გაბისონიას და ალან დეტონის დაპირისპირება რომელიც ფრანგი მებრძოლის დანოკაუტებით დასრილდა, ასევე ნოკაუტით დასრულდა რუმინელი მებრძოლის ოვიდუ აქსინტეს და დავით ფაროის ორთაბრძოლა, რომელშიც რუმინელმა მებრძოლმა გაიმარჯვა.

მამბერ 3-ის შედეგები:

გიორგი ჟვანია - 60 კგ - საბა კონჭოშვილი

ლუკა ბაძგარაძე - 65 კგ - გიორგი მაღრაძე

სანდრო თათანაშვილი - 65 კგ - კონსტანტინე ბურჯანაძე

თორნიკე კურტანიძე - 60 კგ - გიგა სოფრომაძე

გიორგი ყარყარაშვილი - 70 კგ - ნიკა გიგაური

ბექა გაბისონია - 60 კგ - ალან დეტონ

ოვიდუ აქსინტე - 75 კგ - დავით ფაროი

დიმიტრი ბოლქვაძე - 70 კგ - ფელიციენ მუიაია კატენდე

"კრიობა" ძველად თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში,  ფართოდ გავრცელებული და მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საყვარელი თავშესაქცევი იყო,  რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე თავად-აზნაურები.  გამორჩეული მოკრივეები იყვნენ თბილისელი "ყარაჩოხელები" მათგან არაერთის სახელმა მოაღწია დღემდე. თბილისში კრიობის ბრძოლების გამართვა რუსეთის იმპერიამ  აკრძალა. მიზეზად, "მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა" დასახელდა, რეალური მოტივი კი ქართველებში საბრძოლო სულისკვეთების და ბრძოლისუნარიანობის შემცირება იყო.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა კახაბერ ზარნაძის თაოსნობით გამოიკვლია და აღადგინა ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა მივიწყებული სახეობები. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია "კრიობა".

ძველი ქალაქური კრივის აღდგენილი ჩემპიონატის „კრიობის“ მხარდამჭერია სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდი, თბილისის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

საშეჯიბრო წესების  შემუშავების შემდეგ, 2020 წლიდან საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობების და თამაშების ასოციაციის მიერ „კრიობის“ ჩემპიონატი ყოველ წლიურად იმართება.

ძველი წესების თანამედროვე სტანდარტებთან შერწყმით  საინტერესო და მნიშვნელოვანი ქართული საბრძოლო ტრადიცია აღდგა. დიდწილად გათვალისწინებულია  ძველი „კრიობის“ წესები, თუმცა მაღალი ტრამვულობის გამო, ზოგიერთი წესი  ამოიღეს, მაგალითად თავური დარტყმები.

ჩემპიონატის ორგანიზატორები  იმოდოვნებენ, რომ „კრიობა“  მალევე დაიბრუნებს ძველ დიდებას და პოპულარობას

ცხელი ამბები