ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„მათ პრესკონფერენციაზე რატომ არასდროს უშვებენ?“ - იტალიელი ჟურნალისტი

რომაელი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო „ნაპოლის“ აკრიტიკებს, რადგან წინასამატჩო პრესკონფერენციებზე კვარაცხელია და ოსიმენი მწვრთნელთან ერთად არასდროს ჩნდებიან ხოლმე.

„პოლიტანოს, დი ლორენცოსა და რასპადორის ყველაზე მეტი პრესკონფერენცია აქვთ გამართული. ოსიმენი და კვარაცხელია კი საერთოდ არ გვინახავს.

ისინი იტალიურად რომც არ ლაპარაკობდნენ (ორივე საუბრობს იტალიურად), მაინც კარგი იქნებოდა კალცონასთან ერთად ისინი პრესკონფერენციაზე გვენახა.

ისეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, როგორიც ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან დაპირისპირებაა, ქომაგებსა და პრესას მათი კომენტარების მოსმენა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ეს ყოველთვის საინტერესოა. მსგავსი შემთხვევები ჩემპიონებისთვის არის შექმნილი“.

- ამბობს სკოტო.

რატომ ერჩის დე ლაურენტისი პრესას?

„ნაპოლის“ ოდიოზურმა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, ცოტა ხნის წინ, თავის გუნდს DAZN-თან საუბარი აუკრძალა. შემდეგ სიას Sky Sport-იც დაემატა.

მატეო პოლიტანო „ბარსელონასთან“ მატჩის წინ, Sky Sport-ს ესაუბრებოდა რა დროსაც ეთერში დე ლაურენტისი შეიჭრა და ყველაფერი ჩაშალა.

როგორც ცნობილია, დე ლაურენტისს იტალიის წამყვან სპორტულ ტელევიზიებთან, DAZN-თან და Sky Sports-თან ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ამის მიზეზი სერია A-ს ტრანსლაციების ექსკლუზიური ჩვენებებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე
„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე