მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„ომალი VS დვალიშვილი მძიმე ბრძოლა იქნება“ - რობერტ უიტეკერი

UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა საკუთარ იუთუბ-არხზე შონ ომალისა და მარლონ „ჩიტო“ ვერას საჩემპიონო ბრძოლა შეაფასა და ომალი-დვალიშვილის პოტენციურ ბრძოლაზეც ისაუბრა.

რას ამბობს უიტეკერი:

შონი ფენომენალური და დამანგრეველი იყო. ის მხოლოდ ზუსტ დარტყმებს არ ახორციელებდა, მანძილიც კარგად ეჭირა და წვდომაც აშკარად დიდი ჰქონდა. ამ დივიზიონში ის ზედმეტად მაღალიცაა, გრძელი ხელები მას დიდ უპირატესობას აძლევს, მაგრამ მისი ხედვა და ინსტიქტები უბრალოდ შეუდარებელია. როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან შეუდარებელი იყო, აკეთებდა იმას, რაც სურდა და ბრძოლას თავიდან-ბოლომდე მართავდა.

რაც შეეხება მერაბთან ბრძოლას, ვფიქრობ, რომ მათი შეწყვილება ცუდი იქნება. შონს აქვს მანძილი და კრეატიულობა, უნარების მთელი არსენალი. მას არ მოსწონს სწორხაზოვანი შეტევები და ცდილობს რაღაც განსაკუთრებული შექმნას. ვერასთან სწორედ ეს გამოიყენა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მერაბთანაც მსგავს სტილს შეიმუშავებს. მსგავსი რამ გააკეთა სტერლინგთან ბრძოლის დროსაც. ვფიქრობ, ეს მძიმე ბრძოლა იქნება.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ რამდენიმე დღის წინ UFC 299-ზე „ჩიტო“ ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ომალიმ ილია თოფურია გამოიწვია და მას ესპანეთში ბრძოლა შესთავაზა.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, „მანქანამ“ UFC 298-ზე ჰენრი სეხუდოს მოუგო, ბრძოლის შემდეგ კი UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი დიდი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი მოსაწყენია, ილია კი საშიში, მაგრამ...“ - ომალიმ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა
„მერაბი მოსაწყენია, ილია კი საშიში, მაგრამ...“ - ომალიმ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა