აურელიო დე ლაურენტისი, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

„ახლა არ დაგელაპარაკებათ!“ - დე ლაურენტისმა პოლიტანოს ინტერვიუ შეაწყვეტინა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მატეო პოლიტანოს Sky Sports-თან ინტერვიუ შეაწყვეტინა.

იტალიელი ფეხბურთელი ცნობილ ტელეარხს „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩზე ესაუბრებოდა, რა დროსაც პირდაპირ ეთერში კლუბის პრეზიდენტი შეიჭრა და ჟურნალისტს და ოპერატორს დაუპირისპირდა.

„აქ არ დაგელაპარაკებათ, მოითმინეთ!“, - უთხრა დე ლაურენტისმა ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისს იტალიის წამყვან სპორტულ ტელევიზიებთან, DAZN-თან და Sky Sports-თან ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, მიზეზი კი სერია A-ს ტრანსლაციების ექსკლუზიური ჩვენებებია. რამდენიმე დღის წინ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები ამ ტელევიზიებთან მატჩისწინა კომენტარებს აღარ გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები