„კვარა ყველას წინააღმდეგ?“ - რა თქვა კალცონამ ბარსელონასთან მატჩის წინ
12 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა კალცონამ:
არის თუ არა ლამინ იამალი ახალი მესი? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ ისეთი ფეხბურთელების გაწვრთნით, როგორიც „ნაპოლის“ ჰყავს. იამალს აქვს ის თვისებები, რითაც მომავალში შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ვეტერანივით გამოიყურება. მოედანზე არ იკარგება და ძალიან სახიფათოა. შეუძლია, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს.
არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მხოლოდ კვარაცხელია ითამაშებს. გასაგებია, რომ კვარამ „ტორინოსთან“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა, გუნდურადაც კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, გამარჯვება იყო. ერთი შეცდომის გამო ეს ვერ შევძელით. ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ წლის მატჩიც არის, რადგან შეგვიძლია წარუმატებელი შედეგების კომპენსირება მოვახდინოთ. ეს მნიშვნელოვანი იქნება გუნდის ენთუზიაზმისთვისაც და კლუბის მომავლისთვისაც.
როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შიში? თუ გეშინია, რომ ძლიერ მეტოქესთან ვერ გამოჩნდები, წარმატებასაც ვერ მიაღწევ. უნდა გქონდეს გამბედაობა ისეთ ძლიერ გუნდებთან დაპირისპირების, როგორიც თუნდაც ბარსელონაა. ყველასთან თანაბარი პირობებით უნდა ვითამაშოთ და ყველა მატჩის მოგებას ვეცადოთ.
მიენიჭა, თუ არა გუნდს იდენტობა? ბევრი რამ შევცვალეთ. გუნდი უფრო კომპაქტური გახდა და ნაკლებ ორთაბრძოლებს თმობს. ამავდროულად, ვახერხებთ მეტი მომენტის შექმნას. ცოტას ვუშვებთ და თავს წინ ვიცავთ, უკან სირბილი არ გვიწევს. ეს პირველ რიგში მოთამაშეების დამსახურებაა, რომლებმაც წინ გიგანტური ნაბიჯები გადადგეს. მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, რათა გავხდეთ ის გუნდი, რაც მე მინდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“-„ბარსელონას“ პირველი მატჩი დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, ხვალინდელი მატჩი კი საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.