საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, მერაბ შარიქაძე, რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ლუკა მატკავა
Aa
Aa

ზედმეტმა ემოციებმა არ უნდა გადაგვძალოს - ბორჯღალოსნები ფინალისთვის ემზადებიან

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის მზადება დაიწყო, სადაც მისი მეტოქე პორტუგალიის ეროვნული გუნდი იქნება.

ბორჯღალოსნები საფრანგეთში დღეს ჩავიდნენ, სადაც პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარეს. მათ ტოპ 14-ში მოთამაშე ლეგიონერებიც შეუერთდებიან. ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 34 მოთამაშე გამოიძახა, საიდანაც 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და ათმა ნომერმა ლუკა მატკავამ გააკეთეს და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრეს

დავით აბდუშელიშვილის, ნიკოლოზ სუთიძის, დემურ ეფრემიძისა და ლუკა ხორბალაძის სახით კი შემადგენლობაში ოთხი ისეთი მორაგბეა, რომელთაც ჯერ ეროვნულ გუნდში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებიათ.

 საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები ბოლოს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და თამაში ფრედ, 18-18 დასრულდა.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი დებიუტანტი შემადგენლობაში - კოკერილის არჩევანი ცნობილია
ერთი დებიუტანტი შემადგენლობაში - კოკერილის არჩევანი ცნობილია