ინტერი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ინტერი - ნაპოლის მატჩზე ნეაპოლელ ფანებს არ დაუშვებენ

17 მარტს, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერი „ინტერი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს და შეხვედრას სტუმარი გუნდის ქომაგები ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქ მილანის პრეფექტურამ უკვე მიიღო, რომელიც აღარ გადაიხედება.

კლუბებს შორის სატურნირო ცხრილში ქულათა სხვაობა ოცდათერთმეტს შეადგენს, რაც თამაშს ინტრიგას უკარგავს, თუმცა როგორც მილანელებს, ასევე ნეაპოლელებს საკუთარი მიზნები აქვთ და ესეც რომ არ იყოს, მათი დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა.

თუ რატომ აუკრძალეს „ნაპოლის“ გულშემატკივრებს „ჯუზეპე მეაცაზე“ შესვლა ამის შესახებ სპეციალური განცხადება მილანის პრეფექტმა კლაუდიო სგარალიამ გაავრცელა რა წერია განცხადებაში: სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნაში, რომელიც 7 მარტს იქნა მიღებული, წერია, რომ კამპანიის რეგიონიდან ნაპოლის ქომაგების ჩამოსვლა და სტადიონზე შესვლა საფრთხისა და რისკის შემცველია, რის გამოც მსგავსი სახის გადაწყვეტილების მიღება გვიწევს.

2018 წლის 26 დეკემბერს გამართული „ინტერი“ – „ნაპოლის“ თამაშის დროს ტრიბუნაზე და მის გარეთაც პარტენოპეის ქომაგებმა სერიოზული არეულობა მოაწყვეს, რის გამოც ლომბარდიის რეგიონის ხელმძღვანელები მას შემდეგ მათთან დაკავშირებით მკაცრ რეგულაციებს იღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე
„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე