მარტის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს და ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, დინამო არენაზე გამართავს.
13 მარტს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ვილი სანიოლმა მოახლოებული პლეი ოფისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.
ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას საგურამოში, სასტუმრო სევსამორაში გაივლის. საქართველოს ნაკრების შემადგენლობას უბრუნდება 37 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. ჯაბა კანკავამ ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად 2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშა. ის 2012 წლიდან ნაკრების კაპიტანი გახდა და ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრების სახელით ბოლო მატჩი 2021 წლის 9 ოქტომბერს გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ ცენტრალური ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში დაეხმარება.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)
ჩვენი გუნდი უახლოესი მატჩებისთვის სრულფასოვან მომზადებას 18 მარტიდან დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.