ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

„არის თუ არა ოსიმენი-კვარას დუეტი საშიში?“ | კანსელუმ ნაპოლიზე ისაუბრა

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ჟოაუ კანსელუმ La Gazzetta dello Sport-თან მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. „ბლაუგრანა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლის“ ხვდება და კანსელუს თქმით, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი საოცარი ფეხბურთელები არიან, მაგრამ „პარტენოპეი“ მხოლოდ მათგან არ შედგება.

„ბარსელონას მარტივი სეზონი არ აქვს. მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მიდის და აღმასვლები და დაღმასვლები გვაქვს, თუმცა, ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შანსს, რომ ვითარება გამოასწორო და ნაპოლისთან გამარჯვება სწორედ ამის ტოლფასი იქნება. ფეხბურთში, როგორც ცხოვრებაში, არის კარგი მომენტები და ნაკლებად კარგი მომენტები. პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და ერთიანობა გამოვიჩინოთ.

ნაპოლისაც რთული სეზონი აქვს. გასულ სეზონში, სკუდეტო ბრწყინვალე სტილში მოიგეს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის შეცვლა მოუწიათ. აირჩიეს სპეციალისტი, რომელმაც არ გაამართლა, რის შემდეგაც, ახალი თავკაცი მოძებნეს. მსგავსი რამ ხდება ხოლმე და როცა არაფერი გამოგდის, საჭიროა, საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნო. ნაპოლიში, როგორც ბარსელონაში, წნეხი ძალიან დიდია და წარმატებული შედეგი აუცილებელია. პირველ თამაშში შეცდომა დავუშვით და ნაპოლის შანსი დავუტოვეთ. უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და მეტოქეს აშკარად ვჯობდით, თუმცა, ახლა ყველაფერი ახლიდან იწყება.

არის თუ არა კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი საშიში? პოლიტანო არ უნდა დაგვავიწყდეს. ისინი გასაოცარი ტალანტები არიან. პირველ შეხვედრაში, ოსიმენმა გოლი ნახევარმომენტიდან გაიტანა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. პიოტრ ჟელინსკიც ძალიან მომწონს, მაგრამ ვერ ითამაშებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არაა. ლობოტკაც მაგარია. მის წინააღმდეგ ნაკრებში ვითამაშე და შესანიშნავი ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მერვედფინალური შეხვედრა დიეგო მარადონას სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი 12 მარტს, კატალონიაში საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალცონას მთავარი მიღწევა კვარას უკავშირდება“ | Mundo Deportivo ნაპოლიზე
„კალცონას მთავარი მიღწევა კვარას უკავშირდება“ | Mundo Deportivo ნაპოლიზე