გოგას არ უთამაშია | ორლანდო ბითაძის ყოფილ გუნდთან დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „ნიუ იორკ ნიქსთან“ მარცხის შემდეგ, „მეჯიქი“ გოგას ყოფილ გუნდს, „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში გამართული შეხვედრა 97:111 დათმო.
„ორლანდომ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 24:18 მოიგო. მეორე პერიოდში უკეთ „ინდიანა“ გამოიყურებოდა, თუმცა, „მეჯიქი“ დიდ შესვენებაზე მაინც 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა. „პეისერსმა“ თამაშში გარდატეხა მე-3 მეოთხედში შეიტანა, რომელიც 39:21 მოიგო და კომფორტული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
„ინდიანასთან“ გოგას სათამაშო დრო არ მიეცა და მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მის გუნდში ყველაზე მეტი, 19 ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა. უენდელ კარტერ ჯუნიორის ანგარიშზე 13 ქულა და 15 მოხსნა იყო, ფრანც ვაგნერმა მატჩი 13 ქულით დაასრულა. „პეისერსს“ 20-20 ქულით პასკალ სიაკამმა და ტაირიზ ჰალიბერტონმა ულიდერეს. ტიჯეი მაკკონელსა და ობი ტოპინს 17-17 ქულა ჰქონდათ.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 37 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „ბრუკლინ ნეთსია“, რომელსაც 14 მარტს დაუპირისპირდება