მანჩესტერ სიტი ასეთი დაცემული არასოდეს მინახავს - რა თქვეს კლოპმა და გუარდიოლამ მატჩის შემდეგ
ინგლისის პრემიერლიგაში იურგენ კლოპისა და პეპ გუარდიოლას ბოლო დაპირისპირება შედგა. „ლივერპულმა“ „ენფილდ როუდზე“ “მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. 23-ე წუთზე ჯონ სტოუნსის გატანილ ბურთს, მეორე ტაიმის დასაწყისში ალექსის მაკ ალისტერმა ზუსტი პენალტით უპასუხა. თამაშის დასრულების შემდეგ ტრადიციულად, როგორც კლოპის, ასევე გვარდიოლას კომენტარი საინტერესო გამოდგა
რა თქვა კლოპმა:
საწყისი 10 წუთის განმავლობაში ჩვენ ცოტას ვჩქარობდით, მეტოქე კი ისე მოქმედებდა, როგორც სჩვევია. ამის შემდეგ იყო მეორე ტაიმი, სადაც „ლივერპული“ უკეთესად გამოიყურებოდა. დიახ, მათ ბურთი ძელს გაარტყეს, მაგრამ ჩვენ 2-3 რეალური საგოლე მომენტი გვქონდა. ვფიქრობ, ამ შეხვედრაში წელს პირველად დავამტკიცეთ 100 პროცენტით, რომ იმ ადგილს, სადაც ახლა ვართ, თავიდან ბოლომდე ვიმსახურებთ. არ მახსოვს ბოლოს როდის იყო მანჩესტერ სიტი ასეთი დაცემული.
რა თქვა გუარდიოლამ:
პირველ ტაიმში უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო, ბევრი მომენტიც შევქმენით. ამის შემდეგ კი მეტოქეს პენალტი ვაჩუქეთ. ვიცი რამდენად რთულია „ენფილდზე“ თამაში, ისევე როგორც „იტიჰადზე“, სადაც „ლივერპულს“ რვა წელია არ გაუმარჯვია. მე და იურგენ კლოპს არ გვჭირდება მატჩის შემდეგ ჩახუტება იმის დასამტკიცებლად, თუ როგორც პატივისცემა გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ის იცავს თავის გუნდს, მე- ჩემსას. ჩვენი ისტორია ყველაფერზე თავად მეტყველებს. წინ კიდევ ათი ტურია და არავინ იცის რა მოხდება.
ოცდარვა ტურის შემდეგ „არსენალსა“ და „ლივერპულს“ 64-64 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით სატურნირო ცხრილის სათავეში ლონდონელები არიან. „მანჩესტერ სიტი“ კი ლიდერთა დუეტს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.