ხვიჩა კვარაცხელია, ხოსეპ მარტინესი
Aa
Aa

„განსაკუთრებით კვარაცხელიას უფრთხილდით“ - ჯენოას მეკარის რჩევა ბარსელონას

იტალიური „ჯენოას“ ესპანელმა მეკარემ, ხოსეპ მარტინესმა ესპანურ გამოცემა Sport-თან ინტერვიუს დროს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაზე ისაუბრა და „ბლაუგრანას“ რამდენიმე რჩევა მისცა.

რას ამბობს მარტინესი:

„ნაპოლიმ“ იმ თამაშის ჩვენება დაიწყო, რასაც სპალეტის ხელმძღვანელობით გვთავაზობდა. წელს მათ ძალიან რთული სეზონი გამოიარეს, როდესაც მწვრთნელს იცვლი, ადაპტაცია ყოველთვის რთულია. გასულ სეზონში „ნაპოლიში“ ყველაფერი მშვენივრად წარიმართა და მთელ ჩემპიონატში პრაქტიკულად მარტონი თამაშობდნენ. კარგი ხარისხი ახლაც შენარჩუნებული აქვთ. მათ ისეთი ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც არიან კვარაცხელია, ოსიმენი, ანგისა... მათ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, ამიტომ „ბარსელონას“ ძალიან გაუჭირდება. „ბლაუგრანა“ ფრთხილად უნდა იყოს, განსაკუთრებით კვარაცხელიასთან.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მერვედფინალური შეხვედრა დიეგო მარადონას სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი 12 მარტს, კატალონიაში საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი მიქაუტაძის გოლით! - მეცმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა
გიორგი მიქაუტაძის გოლით! - მეცმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა