ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

უიღბლო დაბრუნება - ქოჩორაშვილი შემოსვლიდან 14 წუთში გააძევეს

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე ხიხონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი თავის გუნდს 3-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და 9 დეკემბრის შემდეგ მოედანზე პირველად გამოჩნდა.

ქოჩორაშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, თუმცა, მისი დაბრუნება უიღბლო გამოდგა. შემოსვლიდან 14 წუთში ქართველმა ნახევარმცველმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი 86-ე წუთზე ნაადრევად დატოვა.

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მისმა გუნდმა გამარჯვება მაინც შეძლო. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ლექს მუნიოსმა გაიტანა.

30 ტურის შემდეგ „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. ვალენსიელები მომდევნო შეხვედრას 13 მარტს, საკუთარ მოედანზე „ანდორას“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები