გურამ თუშიშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, გიორგი ჯაბნიაშვილი
Aa
Aa

პირველი მედალი ავსტრიაში - ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია

ავსტრიაში, ძიუდოისტთა ტრადიციულ გრან პრიზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასკვნით დღეს, -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჯაბნიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ ბრძოლაში უნგრელი კრისტიან ტოტი ვაზარით დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.

გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველ წრეში უნგრელი როლან გოცი დაამარცხა, მეორე წრეში გერმანელ იონაჰ ლენცს სძლია, მომდევნო ეტაპზე გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი, არამ გრიგორიანი გამოთიშა ასპარეზობას, მეოთხედფინალში კი ბრაზილიელ რაფაელ მაკედოს მოუგო. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

დღესვე, ტურნირზე -100 კგ. წონით კატეგორიაში სოსო ებილაშვილმა და მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა იასპარეზეს. ებილაშვილი 1/8 ფინალში პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან დამარცხდა, თუშიშვილი კი რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები