მეცი, გიორგი მიქაუტაძე, კლერმონი
Aa
Aa

გიორგი მიქაუტაძის გოლით! - მეცმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ. 33-ე წუთზე მიქაუტაძემ თანაგუნდელის მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლიც გამოდგა. ლასლო ბოლონიმ ქართველი შემტევი 94-ე წუთზე შეცვალა.

25 ტურის შემდეგ „მეცი“ სატურნირო ცხრილში 23 ქულით კვლავ ბოლოსწინა მე-17 ადგილზე იმყოფება და მე-15 ადგილოსან „ნანტს“ 2 ქულით ჩამორჩება. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, სტუმრად „რეიმსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები