ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

ვინ იქნება ომალის მომდევნო მეტოქე? - დენა უაითის კომენტარი

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა UFC 299-ის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, თუ ვინ იქნება შონ ომალის მომდევნო მეტოქე. მთავარი აქცენტი მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიაზე იყო გაკეთებული, თუმცა UFC-ის პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ გაუცია:

რა თქვა უაითმა:

შონი უკვე შედის დივიზიონის საუკეთესო მებრძოლთა შორის. ამას მრავალი ფაქტორი მოწმობს: ტრიბუნებზე ატმოსფერო, სანახაობრივი ბრძოლა, ბილეთების გაყიდვა და ტელეტრანსლაციების რაოდენობა. ეს ამ წონის დივიზიონის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იყო და სხვა ბრძოლებთან შედარებით მნიშვნელოვანი სხვაობა აჩვენა. შონი ახლა თავისი მოგზაურობის დასაწყისშია, მაგრამ დივიზიონის ისტორიაში უკვე არის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ამას დარწმუნებით ვამბობ.

ვისთან ექნება მომდევნო ბრძოლა? ახლა არ ვიცი, ავა თუ არა ზედა დივიზიონში. მგონი იცით, ამის შესახებ რასაც ვფიქრობ. როდესაც ილია თოფურია ქამრის მფლობელი გახდა, თავისი დივიზიონიდან არავინ გამოუწვევია. არადა, მან მხოლოდ პირველად მოიპოვა ქამარი...

შეგახსენებთ, რომ UFC 299-ზე შონ ომალიმ ჩიტო ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის დასამარცხებლადაც მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილს დავანოკაუტებ, მაგრამ ბრძოლა თოფურიასთან მინდა - ომალი გამარჯვების შემდეგ
დვალიშვილს დავანოკაუტებ, მაგრამ ბრძოლა თოფურიასთან მინდა - ომალი გამარჯვების შემდეგ