საბა ფურცელაძე შარმ ელშეიხის ტურნირის ჩემპიონია
საჩოგბურთო სამყაროში ITF15-ის ეგიდით შარმ ელშეიხის სახელობის ტურნირი მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას საქართველოს პირველი ნომერი საბა ფურცელაძე იღებდა.
ქართველი ჩოგბურთელი ფინალში გავიდა, სადაც მარტინ პაველსკის დაუპირისპირდა. პირველი სეტი პოლონელის უპირატესობით წარიმართა და ბრეიკიანი უპირატესობით 6:3 გაიმარჯვა.
მეორე სეტში სცენარი შეიცვალა და უპირატესობას საბა დაეუფლა, რომელმაც პაველსკის ჩაწოდება მოიგერია და იდენტური ანგარიშით 6:3 მოიგო. გამარჯვებულის ვინაობა სუპერ ტაიბრეიკზე გამოვლინდა, სადაც ფურცელაძემ 10:8 მოიგო და შარმ ელშეიხის ჩემპიონი გახდა.
ცნობისთვის, საბამ აღიშნულ ტურნირზე 5 მატჩი გამართა და ხუთივე მოიგო. პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ხამისი იყო, რომელიც ორ სეტში 6:3 6:1 დაამარცხა.
მერვედფინალში ეგვიპტელ ზაქარიას შეხვდა და 6:2 6:2 სძლია. მეოთხედფინალში ასევე ეგვიპტელი ბასემ სობი 6:2 6:4 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ამირ ელსაიედი იმსხვერპლა.
ასევე გეტყვით, რომ საბა ფურცელაძეს ATP რეიტინგში 459 ქულა აქვს და ამ შედეგით ის საქართველოს პირველი ჩოგანია. ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის სტატუსს ინარჩუნებდა, 918 ქულა აქვს.