ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

ჯერ დვალიშვილთან იჩხუბე - თოფურიას პასუხი შონ ომალის

ილია თოფურია შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის კომენტარებს გამოეხმაურა. ილია Twitter-ში წერს, რომ შონ ომალი ჯერ დვალიშვილს შეხვდეს.

ილიასგან ეს სწორი პოზიციაა, რადგან მერაბ დვალიშვილს ქამრის მოპოვებამდე ერთი შეხვედრა აშორებს და ეს შეხვედრა შონ ომალისთან უნდა გამართოს.

თოფურია შონ ომალის: „შენთან ბრძოლას ჯერ დვალიშვილი ელოდება და ამაზე იდარდე'' 

ილიამ შონ ომალის ჩიტო ვერასთან გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ბრწყინვალე პერფორმანსი იყო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირველ მარტს ილია თოფურიამ twitter-ში ომალისთან ჩხუბის თაობაზე დაწერა: „მე ომალის წინააღმდეგ. ვის სურს ამის ხილვა?''

დღეს გამთენიისას UFC-ში სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში შონ ომალიმ მარლონ ვერა დამაჯერებლად დაამარცხა, მეტოქეს ხუთივე რაუნდში აჯობა და ქამარი წარმატებით დაიცვა. გამარჯვების შემდეგ შონ ომალიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს: „დანა თვითმფრინავი მჭირდება, ესპანეთში თოფურიასთან ბრძოლისთვის მივფრინავ. თუ თქვენ გსურთ, ჯერ დვალიშვილს დავანოკაუტებ, მაგრამ ილია თოფურიასთან ბრძოლა მინდა, საინტერესო ჩხუბი იქნება''.

შონ ომალის ამ კომენტარმა მერაბ დვალიშვილი გააბრაზა, „მანქანამ'' ომალის მიმართა: „ახლა გაბრაზებული ვარ, მან ისევ არ გამომიწვია. ქამრის მოპოვების კანდიდატი მე ვარ. მე შემხვდი. თუ ასე არ იზამ, მსოფლიო ნახავს, რომ გამხდარი და შეშინებული ბიჭი ხარ. იმას იწვევ, ვინც იცი, რომ არ გეჩხუბება''.

ამ ყველაფრის შემდეგ ილიამ შონ ომალის მოუწოდა, რომ ჯერ ბრძოლა მერაბ დვალიშვილთან გამართოს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები