ბარსელონა, დანი ალვეში
Aa
Aa

გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა - ალვეშს თავი არ მოუკლავს

გუშინ სპორტულ მედიაში საშინელი ინფორმაცია გავრცელდა. ბრაზილიელმა ჟურნალისტმა პაულო ალბუკერკემ განაცხადა, რომ დანი ალვეშმა თავი მოიკლა.

დღეს კი გამოცემა TNT-ის ჟურნალისტი, ალვეშის ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს სასამართლოდ გაუპატიურების საქმეზე დანის 4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდაც მოუწევს და დაზარალებულს 150 000 ევროს გადაუხდის.

ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ბრაზილიაში ალვეშის ძეგლი დააზიანეს. ასევე, ყოფილი ფეხბურთელი „ბარსელონამ“ ლეგენდების სიიდან გარიცხა, თუმცა შემდეგ ისევ დააბრუნა.

ასევე გეტყვით, რომ დანი ალვეში საკმაოდ სერიოზულ სასჯელს გადარჩა. თავდაპირველად პროკურატურა მის 12-წლიანი პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კულიბალი: “გუნდში კალცონას გამო დავრჩი, ის გენიალურია“
კულიბალი: “გუნდში კალცონას გამო დავრჩი, ის გენიალურია“