ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

შეშინებული ბიჭი ხარ, ამას მსოფლიო ნახავს - დვალიშვილი გაბრაზდა და ომალის უპასუხა

UFC-ში სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში შონ ომალიმ მარლონ ვერა დამაჯერებლად დაამარცხა, მეტოქეს ხუთივე რაუნდში აჯობა და ქამარი წარმატებით დაიცვა. გამარჯვების შემდეგ შონ ომალიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს: „დანა თვითმფრინავი მჭირდება, ესპანეთში თოფურიასთან ბრძოლისთვის მივფრინავ. თუ თქვენ გსურთ, ჯერ დვალიშვილს დავანოკაუტებ, მაგრამ ილია თოფურიასთან ბრძოლა მინდა, საინტერესო ჩხუბი იქნება''.

შონ ომალის ამ კომენტარმა მერაბ დვალიშვილი გააბრაზა, „მანქანამ'' ომალის ასე უპასუხა: „ახლა გაბრაზებული ვარ, მან ისევ არ გამომიწვია. ქამრის მოპოვების კანდიდატი მე ვარ. მე შემხვდი. თუ ასე არ იზამ, მსოფლიო ნახავს, რომ გამხდარი და შეშინებული ბიჭი ხარ. იმას იწვევ, ვინც იცი, რომ არ გეჩხუბება''.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირველ მარტს ილია თოფურიამ twitter-ში ომალისთან ჩხუბის თაობაზე დაწერა: „მე ომალის წინააღმდეგ. ვის სურს ამის ხილვა?''

ილია თოფურიას ამ პოსტს შონ ომალის დღევანდელი კომენტარი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ დვალიშვილს შემდეგი ბრძოლა ქამრისთვის უნდა გაემართა და ეს დანა უაითმა დაადასტურა, ახლა ბუნდოვანია ვის შეხვდება შონ ომალი, დვალიშვილს თუ თოფურიას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები