გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

„მიქაუტაძეს პრობლემების შექმნა ყველა მეტოქისთვის შეუძლია“ - ბოლონი კლერმონთან მატჩის წინ

 მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში „კლერმონს“ უმასპინძლებს. ეს იქნება ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი კლუბების შეხვედრა, რადგან კლერმონელები ბოლო პოზიციაზე არიან და ბოლოსწინაზე მყოფ „მეცს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.

 უკანასკნელ პერიოდში მშვენიერ ფორმაში შევიდა გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „მეცის“ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, გუნდის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა მარტიც შედეგიანად დაიწყო და წინა ტურში „ნანტთან“ მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი იყო. სწორედ მიქაუტაძეზე ისაუბრა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა

რა თქვა ლასლო ბოლონმა

მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც არამხოლოდ „კლერმონისთვის“, ნებისმიერი სხვა მეტოქისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. ლიგა 1 გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ შეხვედრას მაქსიმალური ყურადღებით უნდა მივუდგეთ. „კლერმონთან“ გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ და კონკურენტებს შეცდომების დაველოდებით.

   მიქაუტაძემ მიმდინარე ლიგა 1-ში 4 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 3 საგოლე პასი მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი საფრანგეთში ანათებს“ - ნიდერლანდული მედია მიქაუტაძეზე
„აიაქსის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი საფრანგეთში ანათებს“ - ნიდერლანდული მედია მიქაუტაძეზე