თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„ქეცბაია თავისი ფეხბურთელებისთვის მკვლელობაზეც კი წავა...“

ფამაგუსტას „ანორთოსის“ ყოფილი მცველი სპიროს რისვანისი, რომელიც ახლახან გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანის“ წევრი გახდა, ბერძნულ მედიასთან საუბრისას თემურ ქეცბაიას შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.

30 წლის ბერძენი რისვანისი ქეცბაიას შესახებ აღტაცებით საუბრობს:

„მოედანს მიღმა ის საოცარი ადამიანია, წარმოუდგენელი პიროვნებაა. ქუჩაში ათ კაციან ჯგუფთან ერთად, რომ შეგხვდეთ, ის თვალს მაინც არ აგარიდებს, მოვა და ყველას სათითაოდ მოგესალმებათ. საქეიფოდაც დაგპატიჟებთ. კვიპროსში მას აღმერთებენ. თავისი ფეხბურთელებისთვის ის მკვლელობაზეც კი წავა. რაც არ უნდა დაგჭირდეთ, ის ყოველთვის გვერდში დაგიდგებათ.

მოედანზე ის 180 გრადუსით განსხვავებული ადამიანია. ძალიან ემოციურია და აუცილებლად დაგიყვირებს. ამ დროს შენ გაიფიქრებ: „რა მოხდა?“ და შესაძლოა მასთან იჩხუბო კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს მაგარია, თუმცა ვიღაცისთვის შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს. მე მასთან პრობლემა არასდროს მქონია, თუმცა იყო მომენტები, როცა მას ვეკამათებოდი.

ჩვენ ერთად თასი მოვიგეთ, რასაც ანორთოსისი ქეცბაიას მისვლამდე დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა“.

- ამბობს სპიროს რისვანისი shootandgoal.cyprustimes-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ 2004-09 და 2019-22 წლებში მუშაობდა. მან გუნდთან ერთად 2-2-ჯერ ჩემპიონატი და თასი მოიგო, ერთხელ კი სუპერ თასი. ქეცბაიამ ისტორიაში პირველად, „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: კვარა მიზნად პირად რეკორდს ისახავს
Corriere dello Sport: კვარა მიზნად პირად რეკორდს ისახავს