ხვიჩა კვარაცხელია, ანტონი, ჯეიდონ სანჩო, ალეხანდრო გარნაჩო
Aa
Aa

კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედში? ქართველს მარჯვენა ფლანგზე მოიაზრებენ

 ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეეცდება. ესპანური გამოცემა Fichaje-ს ცნობით, პრემიერლიგის ერთ-ერთი გრანდის ხელმძღვანელები ქართველს მარჯვენა ფლანგის გაძლიერებისთვის მოიაზრებენ, სადაც ვერც ჯეიდონ სანჩომ და ვერც ანტონიმ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

  იმის გამო, რომ კვალიფიციური მარჯვენა ვინგერი იუნაიტედს არ ყავს, ამ პოზიციაზე თამაში პერიოდულად არგენტინელ ალეხანდრო გარნაჩოს უწევს. კვარაცხელიას დამატების შემთხვევაში კი ეს პრობლემა მოიხსნება, რომელიც გარნაჩოსგან განსხვავებით, საჭიროების შემთხვევაში ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით თამაშობს.

 „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერისთვის მიძღვნილ სტატიაში წერია, რომ სეზონის პირველ ნახევარში სერია A-ს შარშანდელი MVP ფორმაში არ იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ათამაშდა და უკვე ზედიზედ სამი მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ჯამში წელს 23 წლის ქართველის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 36 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ოსიმენი წავა, კვარა დარჩება - დე ლაურენტისი ორივე ლიდერს არ გაუშვებს
თუ ოსიმენი წავა, კვარა დარჩება - დე ლაურენტისი ორივე ლიდერს არ გაუშვებს